ვებ-გვერდით სარგებლობის სტანდარტული პირობები

 

წინამდებარე ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, ვრცელდება შპს „მასტერქარ“-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: 405339628, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაშლიჯვარი, კორ. 6 (II ზონა კორ. 6) ბ. 20. ელ. ფოსტა: info@mastercar.ge) (შემდგომში „მასტერქარი“) კუთვნილ ვებ-გვერდზე დომეინით: www.mastercar.ge (შემდგომში „ვებ-გვერდი“), და არეგულირებს ამ ვებ-გვერდის გამოყენებისგან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობს. ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე სტანდარტულ პირობებს.

 

1. საქმიანობის ფორმა, შინაარსი და მიზნები

1.1. მასტერქარის საქმიანობის მიზანია, რომ მომხმარებელს  (შემდგომში „მომხმარებელი“) გაუწიოს ნებისმიერი მომსახურება, რაც დაკავშირებულია ავტომობილების შეკეთებასთან, ნაწილების შეცვლასთან/აღდგენასთან ან სხვაგვარი სერვისის გაწევასთან. ამ მიზნით, მასტერქარი უფლებამოსილია თავად გაწიოს მომსახურება, ან მომსახურების გასაწევად ჩართოს მესამე პირები.

2. ვებ-გვერდით სარგებლობის შედეგები

2.1. მასტერქარის ვებ-გვერდზე შესვლითა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ნათლად აცნობიერებს და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების დადებასა და ვებ-გვერდით სარგებლობის სტანდარტულ პირობებს,  ამასთანავე,  თანხმობას  აცხადებს  მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

3. ვებ-გვერდით სარგებლობის წინაპირობები

3.1. მასტერქარის  ვებ-გვერდით  სარგებლობისთვის  აუცილებელი წინაპირობებია:

3.1.1.  მომხმარებელი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის ასაკს მიღწეული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის  შესაბამისად  ქმედუნარიანი  ფიზიკური  პირი  ან/და  იურიდიული  პირი  წარმოდგენილი ფიზიკურის პირით;

3.1.2. ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებით მომხმარებელი აცნობიერებს, რომ წინამდებარე ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება და გამოიწვევს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.

3.1.3.   ხელშეკრულება დადებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სწორად და სრულად შეავსებს შეკვეთის ფორმით გათვალისწინებულ ყველა ველს.

3.1.4.   მომხმარებელი წარმოადგენს ავტომობილის მესაკუთრეს ან/და კანონიერ მფლობელს და საჭიროების შემთხვევაში მოპოვებული აქვს ყველა თანხმობა თუ ნებართვა მასტერქარის სერვისებით სარგებლობისთვის.

4. შეკვეთის განთავსება და ცვლილების შეტანა

4.1. მომხმარებელი ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებით უფლებამოსილებას ანიჭებს მასტერქარს, გაუწიოს მომხმარებელს შეკეთით გათვალისწინებული მომსახურება.

4.2. შეკვეთის განთავსების შემდგომ მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის, ელ. ფოსტის გაგზავნის ან შეკვეთის ფორმის შევსების გზით.

4.3. შეკვეთით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში, მასტერქარის წარმომადგენლის შესაბამისი მესამე პირის მიერ მომსახურების გაწევამდე მომხმარებელს ეგზავნება მოკლექტექსტური შეტყობინება, სადაც ასახული იქნება სერვისის ფასი. მომხმარებლისგან დასტურის მიღებისა და შესაბამისი თანხის მასტერქარის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ, ხდება შესაბამისი სერვისის გაწევა. იგივე წესი ვრცელდება როდესაც შეკვეთის შესასრულებლად მასტერქარი მყიდველისთვის შეიძენს შესაბამის სათადარიგო ნაწილს ან პროდუქტს.

5. ავტომობილის გადაცემა, დაბრუნება და ადგილზე მომსახურება

5.1. შეკვეთის გაფორმების შემდეგ, მომხმარებლის მისამართზე გამოცხადებულ მასტერქარის წარმომადგენელს მომხმარებელი დროებით მფლობელობაში გადასცემს მის კანონიერ მფლობელობაში არსებულ ავტომობილს. გადაცემის ფაქტი დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მომხმარებელმა ასევე უნდა წარმოადგინოს და მასტერქარს (მის წარმომადგენელს) გადასცეს შესაკეთებელი ავტომობილის ტექ-პასპორტი.

5.2. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად საჭიროა დამატებითი ტექნიკა (ევაკუატორი და ა.შ) რაც დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ასეთ ხარჯებს გაიღებს მომხმარებელი.

5.3. სერვისის სრულად შესრულების შემდეგ, მასტერქარი შეატყობინებს მომხმარებელს და ათანხმებს მასთან ავტომობილის დაბრუნების დროს. ავტომობილი ბრუნდება იმ მისამართზე საიდანაც მისი წამოყვანა მოხდა, თუ მხარეთა შორის რამე სხვა არ არის შეთანხმებული. მომხმარებლის ავტომობილის დაბრუნების ფაქტი დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით, სადაც დაფიქსირდება თუ რა შეიცვალა, შეკეთდა, ასევე,  მომსახურების საბოლოო ღირებულება.  აღნიშნულ აქტზე ხელმოწერით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მასტერქარმა მომსახურება გაუწია სრულად და ჯეროვნად. ასეთი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას ავტო-ასისტენტი მომხმარებელს უბრუნებს ავტომობილის ტექნიკურ პასპორტს. ავტომობილის გადაადგილებისთვის საჭირო საწვავის ხარჯებს ფარავს მომხმარებელი.

5.4  თუ მომსახურების გაწევა ან პროდუქციის მიწოდება ხდება მომხმარებლის მისამართზე, მომხმარებელს წინასწარ ეცნობება ფასი და მისი თანხმობის შემდეგ, შეთანხმებულ დროს მასტერქარის წარმომადგენელი უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას/პროდუქციის მიწოდებას. ამ შემთხვევაში ანგარიშსწორება ხდება ადგილზე, წარმომადგენელთან, ნაღდი ანგარიშსწორებით, ან მასტერქარის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

 

6. გამოძახების ღირებულება

6.1. მასტერქარის გამოძახების სტანდარტული ღირებულება შეადგენს 10 (ათი) ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით.

7. მხარეთა პასუხისმგებლობა

7.1. მასტერქარი პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე მის მიერ მომსახურების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. აღნიშნული პასუხიმგებლობის ფარგლებში მასტერქარი ვალდებულია აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა.

7.2. მასტერქარი მომსახურების/პროდუქციის ხარისხზე პასუხიმგებლობას იღებს მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. მომსახურების დაწყებამდე მომხმარებელს ეცნობება საგარანტიო პირობების შესახებ.

7.3. მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

8. დაზღვევა

8.1. იმ  პერიოდის განმავლობაში, როდესაც მომხმარებლის ავტომობილი მასტერქარის დროებით სარგებლობაში იმყოფება, მასტერქარის სამოქალაქო პასუხიმგებლობა დაზღვეულია.

9. კომუნიკაციის წესი

9.1. მასტერქარი უფლებამოსილია მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის გამოიყენოს მომხმარებლის მიწერ მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია.

 

10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

ხელშეკრულება დადებულად ითვლება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით შეკვეთის განთავსებისთანავე და ძალაშია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.