ონლაინ ავტოსერვისი

ავტომობილის შეკეთება გსურთ მაგრამ ქალაქში საცობებია? თან დროც არ გაქვთ და არ იცით ვის შეიძლება ენდოთ? მასტერქარი გთავაზობთ ინოვაციურ მომსახურებას - ონლაინ ავტოსერვისს. შეავსეთ მთავარ გვერდზე მოცემული ფორმა და ჩვენი წარმომადგენელი დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებათ, გაარკვევს თუ რა არის შესაკეთებელი რის შემდეგაც თქვენთან, ადგილზე მოაგვარებს პრობლემას ან  მოვა თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე, წამოიყვანს თქვენს ავტომობილს, მიიყვანს შესაბამის სერვის ცენტრში, დაგიკავშირდებათ, აგიხსნით თქვენი ავტომობილის კონკრეტულ პრობლემას და დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ისე, რომ თქვენი ხარჯები შემცირდეს მინიმუმამდე. თქვენთან შეთანხმების შემდეგ კი შეაკეთებს ავტომობილს და დაგიბრუნებთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.

ჩვენი წარმომადგენლის გამოძახების საფასური მხოლოდ 10 ლარია.

რა არის ჩვენი უპირატესობა?

ჩვენ არ ვიყენებთ შუამავლებს. ჩვენ უშუალოდ ვაგებთ პასუხს შესრულებული სერვისის ხარისხზე.

ჩვენი სერვისის ფარგლებში შეცვლილ ნაწილებზე ვრცელდება გარანტია.

ჩვენი მომსახურება მაქსიმალურად გამჭვირვალეა. მომხმარებელს მიეწოდება შეკეთების პროცესის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა.

სერვისის მისაღებად შეავსეთ მთავარ გვერდზე მოცემული ფორმა ან დაგვირეკეთ ნომერზე 596 812 812 .